← მთავარი
სამართალი

4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 8 ბრალდებული საპროცესო შეთანხმებას გააფორმებს

5 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 8 ბრალდებული საპროცესო შეთანხმებას გააფორმებს

4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 8 ბრალდებულმა გადაწყვიტა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმოს — 3-წლიანი პირობითი მსჯავრი. პროკურატურის ცნობით, ყველა მათგანმა „აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული”. სასამართლოს მიერ შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, ისინი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდებიან.

შეთანხმებას გააფორმებენ: ალექსანდრე გოგოლაძე, სულხან აბრალავა, ევა შაშიაშვილი, გოჩა ყატაშვილი, დავით ღურწკაია, ჯანდრი თირქია, რამაზ ჯორბენაძე და გენადი კელიხაშვილი.

15-პირიანი საქმიდან 7 ბრალდებული შეთანხმებაზე კვლავ უარს ამბობს და ბრალს უარყოფს: დავით ჟღენტი, ზაქრო ალბუთაშვილი, კახაბერ მჟავანაძე, დავით სტურუა, გოგი ჩახუნაშვილი და ია დარახველიძე.

„ნებისმიერი პირი, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და შეთანხმებაზე მოგვმართავს, ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ,” — განაცხადა საქმის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.

ცნობისთვის, ევა შაშიაშვილი 2025 წლის 31 დეკემბერს 5 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდა. ია დარახველიძეს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა; ის ამჟამად სასამართლო პროცესზე დუმილის უფლებას იყენებს.

← მთავარი