← მთავარი
სამართალი

ტატა ხვედელიანის შეურაცხყოფისთვის პაატა შაქარაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

25 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
ტატა ხვედელიანის შეურაცხყოფისთვის პაატა შაქარაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

სამთავრობო ტელეკომპანია იმედის ცნობით, საქალაქო სასამართლომ მოქალაქე პაატა შაქარაშვილის საქმე განიხილა. მას სოციალურ ქსელში პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ტატა ხვედელიანის შეურაცხყოფისთვის სამი ათასი ლარი შეეფარდა. მათ ცნობით, სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა არც სამართალდამრღვევი და არც მისი უფლებადამცველი. შეგახსენებთ, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ ფუნქციონირება 1-ელი ივნისიდან დაიწყო. შსს-ს ცნობით, სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი-შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენაა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მუშაობა დღეიდან, 1-ელი ივნისიდან დაიწყო სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა მამუკა მდინარაძეზე დაწერილი კომენტარისთვის 4 000 ლარით მეორე მოქალაქე დაჯარიმდა

← მთავარი