სამართალი
ავარია თელავში — 8 წლის ბიჭი კვადროციკლით კედელს დაეჯახა და მძიმე მდგომარეობაშია
თელავში, ალაზნის გამზირზე, კვადროციკლის ავარიის შედეგად ორი მოზარდი დაშავდა — ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
თვითმხილველების ცნობით, 8 წლის ბიჭი და მისი თანატოლი გოგო კვადროციკლით მოძრაობდნენ, მაგრამ საჭე ვერ დაიჭირეს და კედელს დაეჯახნენ. შეჯახება ძალიან ძლიერი გამოდგა — ბიჭს თავ-სახის მძიმე ტრავმა მიადგა. ის ამჟამად მართვით სუნთქვაზეა; ექიმები მისი თბილისში გადაყვანის შესაძლებლობას განიხილავენ.
მეორე დაშავებულს — გოგოს — მსუბუქი ხასიათის დაზიანებები აქვს. ის ადგილობრივ სავადმყოფოში ღებულობს მკურნალობას.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოვიდა.