ფსსს-მ სამი კრიმინალური ფაქტი გამოავლინა: ქრთამი, ნარკოტიკები და უკანონო კრიპტო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა (ფსსს) 21 მაისს სამი სახის სისხლის სამართლის ფაქტი გამოააშკარავა.
ქრთამი თეთრიწყაროში
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ჯორჯიაშვილის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენელი და ამავე ერთეულის მთავარი სპეციალისტი დააკავეს. ორივე, წინასწარი შეთანხმებით, მოქალაქისგან ქრთამს ღებულობდა: ამ ქრთამის სანაცვლოდ ისინი სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე ტურისტული სამარშრუტო კემპინგის მოწყობაში „მფარველობას” ჰპირდებოდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს — სასჯელი 7-დან 11 წლამდე.
ნარკოტიკები სამეგრელოში
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ორ აფთიაქში ნებართვისა და რეცეპტის გარეშე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტები სისტემატიურად იყიდებოდა. დააკავეს აფთიაქის ხელმძღვანელი, ფარმაცევტი და ამ სქემაში ჩართული კლინიკის ნევროლოგი. სასჯელი: 3-დან 5 წლამდე.
უკანონო კრიპტო-ბროკერი
ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერი, რომელიც ეროვნული ბანკის სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ონლაინ-პლატფორმით ოპერირებდა, ასევე დააკავეს.