← მთავარი
სამართალი

"ბიჭმა გოგოზე ძალადობა დაიწყო და არაერთხელ მიაყენა დაზიანება, მათ შორის სიგარეტით დაწვით“ - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თბილისში მომხდარ მკვლელობაზე?

2 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

მიმდინარე წლის 26 ივნისს, თბილისში, ნაქირავებ ბინაში 2005 წელს დაბადებული ფატიმა კერიმოვას ცხედარი იპოვეს. ირკვევა, რომ გოგონა აზერბაიჯანიდან საქართველოში მეგობარ ბიჭთან ერთად ჩამოვიდა, თუმცა ფულის გამოლევის შემდეგ, ბიჭმა ის ქუჩაში მარტო დატოვა და თვითონ აზერბაიჯანში დაბრუნდა.

მოკლული გოგონა სრულიად ობოლი იყო, მას 19 წლის უმცროსი და დარჩა. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ გაავრცელა. ამ დროისთვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

პატარაიას ცნობით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი გოგონა თავდაპირველად საქართველოს მოქალაქემ შეიფარა, თუმცა მოგვიანებით მასთან ბიძაშვილი ჩამოვიდა. ის ფატიმას ბინის დაქირავებას დაჰპირდა, თუმცა, რეალურად, ორი კვირის განმავლობაში ჩაკეტილი ჰყავდა, სასტიკად სცემდა, ბოლოს კი სიცოცხლეს გამოასალმა და მიიმალა.

უფლებადამცველმა სამირა ბაირამოვამ რამდენიმედღიანი მუშაობის შემდეგ მოახერხა დაკავშირება გარდაცვლილი გოგონას დასთან, რომელიც ახლა სოციალურ ქსელში აქტიურად იბრძვის სლოგანით “სამართლიანობა ფატიმასთვის“.

უფლებადამცველი დეტალურად აღწერს იმ მძიმე გზას, რაც გოგონამ თბილისში ჩამოსვლიდან ტრაგიკულ დღემდე გაიარა - მეგობრის მხრიდან მიტოვებიდან დაწყებული, ნათესავის მიერ განხორციელებული სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორებით დასრულებული. დები მარტო ცხოვრობდნენ და ახლა გარდაცვლილის და მედიისგან, იურისტებისგან და საზოგადოებისგან მაქსიმალურ მხარდაჭერას ითხოვს:

“დავუკავშირდი თბილისში მოკლული გოგოს დას, რომელიც მზად არის თავისი დის უფლებების დასაცავად. მას პროფილზე არის ასეთი სლოგანი “ფატიმასთვის სამართლიანობა” რამდენიმე დღე ვცდილობდი დეტალური ინფორმაციის შეგროვებას, საჭირო კონტაქტების მოძიებას და რიგ საკითხებზე ნებართვების მიღებას.

გოგო თავის დასთან ერთად მარტო ცხოვრობდა. ის ადრე დანიშნული იყო თავისი შორეულ ნათესავზე და მერე გაშორდნენ. ვისთანაც ჩამოვიდა საქართველოში ის იყო მისი ბავშვობის მეგობარი.

გეგმავდნენ დანიშვნას, მაგრამ ბიჭმა ამბობდა ფული არ მაქვსო და იპოვა საქართველოში სამსახური და ჩამოვიდნენ საქართველოში და სასტუმროში ცხოვრობდნენ. მოკლულის და ამბობს, რომ მისი და ძალიან ჭკვიანი გოგო იყო და გაუგებარია, რა დაპირებებმა აიძულა საქართველოში წასვლაზე დათანხმება.

რამდენიმე დღის შემდეგ ბიჭმა გოგოზე ძალადობა დაიწყო და მის სხეულზე არაერთხელ მიაყენა დაზიანებები, მათ შორის სიგარეტით დაწვით. მოგვიანებით გოგოს პასპორტი წაართვა.

ამის შემდეგ ბიჭი დაბრუნდა თავის ოჯახთან აზერბაიჯანში. ცნობილია, რომ ბიჭი აზერბაიჯანში ერთ-ერთ კლინიკაში დაცვის თანამშრომლად მუშაობდა და მერე ეს ამბავი გამო დღეს გაათავისუფლეს.

რაც შეეხება გოგოს ბიძაშვილს, რომელზეც მას იმედი ჰქონდა, რომ დაეხმარებოდა, რადგან ხშირად მოგზაურობდა, მათი ურთიერთობა ადრე ახლო არ ყოფილა. ასევე რადგან ტელეფონიც არ ჰქონდა არ ახსოვდა სხვების ნომრები.

მოკლული გოგოს დასა და ნათესავებს აქვთ ბევრი კითხვა და ისინი მზად არიან იბრძოლონ მისი უფლებების დასაცავად. შემთხვევის დღეს დას მიუმართია აზერბაიჯანში პოლიციისთვის, მაგრამ რადგან საქართველოში მოხდა ფაქტი, ამიტომ არ დაიწყეს გამოძიებას. ასევე გოგოს დას დაურეკია საქართველოში საქმის გამომძიებელთან და “გამოძიება მიმდინარეობს” პასუხი მიუღია, ფოტო “ფეისბუქმა” რომ არ დაბლოკოს, ძალადობის ნიშნები დავმალე”.

← მთავარი