ერევანში დააკავეს პრორუსული პარტიის ლიდერი და პრემიერ-მინისტრობის ყოფილი კანდიდატი - მის სახლში ლომი, ვეფხვი და 190 ცხოველის ფიტული აღმოაჩინეს: რას წერს მედია
ერევანში დააკავეს პრორუსული პარტიის “აყვავებული სომხეთის“ ლიდერი და პრემიერ-მინისტრობის ყოფილი კანდიდატი გაგიკ ცარუკიანი.
ოლიგარქის მდიდრულ სასახლეში ჩხრეკა 12 საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც ის საგამოძიებო კომიტეტში გადაიყვანეს. როგორც მედია სომხეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით წერს, გაგიკ ცარუკიანის საქმესთან დაკავშირებით ჩხრეკა ერთდროულად 70-ზე მეტ მისამართზე ჩატარდა.
საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდა ბიზნესმენის კუთვნილ სხვადასხვა საწარმოშიც.
ცარუკიანს ბრალი ედება თაღლითობაში დახმარება და ფულის გათეთრება. საქმე ეხება სომხეთ-ირანის ერთობლივ სავაჭრო პალატას, რომლის შექმნაშიც წარუკიანმა სოლიდური ინვესტიციები განახორციელა.
ოლიგარქის ადვოკატი ბრალდებას “აბსურდულსა და სასაცილოს“ უწოდებს. მისი თქმით, ცარუკიანი სინამდვილეში ირანის მოქალაქეების მიერ განხორციელებული ბოროტმოქმედების მსხვერპლია.
დაილუქა ცარუკიანის კუთვნილი ოთხი გიგანტური სასტუმრო: Multi Rest, Multi Rest Resort, Multi Rest Sky და Multi Grand.
ჩხრეკის შედეგად ცარუკიანის სახლში ნამდვილი ზოოპარკი აღმოაჩინეს - სახლიდან ამოღებულია 190 ცხოველის ფიტული, ცოცხალი ლომი და ვეფხვი, რომლებიც დააძინეს და ზოოპარკში გადაიყვანეს.