← მთავარი
სამართალი

დანაშაული მუსიკის შეკვეთის გამო - რა მოხდა მარნეულში, სადაც ორმა მამაკაცმა ერთმანეთი დაჭრა: ერთ-ერთს 10 ჭრილობა აქვს

15 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
დანაშაული მუსიკის შეკვეთის გამო - რა მოხდა მარნეულში, სადაც ორმა მამაკაცმა ერთმანეთი დაჭრა: ერთ-ერთს 10 ჭრილობა აქვს

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დაპირისპირებისას ორი მამაკაცი დაიჭრა. დაპირისპირება 13 ივნისს, საღამოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ორივე პირს ბრალი აქვს წაყენებული და მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. Aktual.ge-ს ცნობით, ქორწილამდე ერთი დღით ადრე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, მუსიკის შეკვეთასთან დაკავშირებით მხარეებს შორის უთანხმოება წარმოიშვა. შემდგომ კი, სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან ინციდენტში გადაიზარდა. ორმა შუახნის მამაკაცმა ერთმანეთი დანით დაჭრა. გაირკვა, რომ ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, რომელსაც 10 ჭრილობა აქვს მიყენებული დანით, მეორის კი - სტაბილური.

← მთავარი