სამართალი
14-დღიანი ძიების შემდეგ მტკვარში გადავარდნილი მანქანის მძღოლის ცხედარი იპოვეს – საგანგებო
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, 2 ივნისს ავარიის დროს მტკვარში გადავარდნილი მანქანის მძღოლის ცხედარი 2-კვირიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
“მეხანძრე-მაშველებმა 14-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად 2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს. საძიებო სამუშაოები თბილისისა და რუსთავის მასშტაბით, მტკვრის სანაპიროებზე 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობდა. მასში ყოველდღიურად ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, მყვინთავთა ჯგუფები, შესაბამისი ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით. ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები”. - ნათქვამია განცხადებაში.