← მთავარი
სამართალი

წამების პრევენცია შეუძლებელია დაუსჯელობასთან ბრძოლის გარეშე - ომბუდსმენი გმობს პოლიციელთა ძალადობას

13 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
წამების პრევენცია შეუძლებელია დაუსჯელობასთან ბრძოლის გარეშე - ომბუდსმენი გმობს პოლიციელთა ძალადობას

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის პრევენცია შეუძლებელია დაუსჯელობასთან ბრძოლისა და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის ეფექტიანი გარანტიების გარეშე“. „სამწუხაროდ, ამ კუთხით გაცემული რეკომენდაციები წლების განმავლობაში შეუსრულებელია“, - აცხადებს იგი.

ასევე ნახეთ

10 კითხვა პოლიციელთა ძალადობასა და 3.5 წლის შემდეგ დაკავებაზე

„გადაღების ვალდებულება კვლავ არ აქვთ“სახალხო დამცველი ერთ-ერთ საკითხად გამოჰყოფს ვიდეოგადაღების ვალდებულების არარსებობას:„პატრულ ინსპექტორებსა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქეებთან ურთიერთობისას ვიდეოგადაღების ვალდებულება კვლავ არ აქვთ“, - წერს ის. „ასევე არ არსებობს პოლიციის ავტომანქანებში დაკავებულთა ყოფნის ვიდეოგადაღებისა და გამოკითხვის პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერის ვალდებულება“, - განაცხადა ომბუდსმენის აპარატმა. „პოლიციის სამმართველოებსა და დეპარტამენტებში კამერების რაოდენობა არსებითად არ გაზრდილა, ხოლო ცალკეულ სამმართველოებში კამერები საერთოდ არ არის განთავსებული“, - ვკითხულობთ 13 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ

კადრების გაჟონვა ნიშნავს, რეჟიმს დიდი დღე არ დარჩენია - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პოლიციის ძალადობის კადრებზე

ომბუდსმენი იქვე მიუთითებს, რომ მის 2025 წლის საპარლამენტო ანგარიშში, - რომელიც „სპეციალური პრევენციული ჯგუფის“ საქმიანობას ეფუძნება, - ასახულია პოლიციის მხრიდან მოპყრობის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები:„შენარჩუნებულია ტენდენცია“მისი განცხადებით, 2025 წელს, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა:79 მონიტორინგის ვიზიტი განახორციელა პოლიციის დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში;ესაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს, ასევე ადვოკატებს;მოიპოვა და გააანალიზა სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი მონაცემები.„მონიტორინგის შედეგად, სპეციალური პრევენციული ჯგუფი ყოველწლიურად იღებს ინფორმაციას პოლიციის მხრიდან დაკავებულებზე ძალადობის შესახებ, როგორც დაკავებისას, ისე დაკავების შემდეგ, პოლიციის მანქანაში და ადმინისტრაციულ შენობებში“, - წერს სახალხო დამცველი. „შენარჩუნებულია ასევე ტენდენცია, როდესაც დროებითი მოთავსების იზოლატორებში წარმოებულ სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად იდენტიფიცირებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა დაახლოებით ნახევარი უთითებს, რომ დაზიანება მიიღო უშუალოდ დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ“, - წერია განცხადებაში.

ასევე ნახეთ

„ცემა პოლიციის განყოფილებაში სადისტური წესებით“ - „ტვ პირველი“ ანონსს აქვეყნებს, შსს და პროკურატურა ეხმაურებიან

„ცემა პოლიციის განყოფილებაში“შსს და პროკურატურა ადასტურებენ პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობას, რაზეც „ტვ პირველმა“ ჯერ მხოლოდ ანონსი გამოაქვეყნა: „ცემა პოლიციის განყოფილებაში სადისტური წესებით“.ანონსის გასვლიდან ორიოდე საათში ორივე უწყება აცხადებს, რომ ეს 2022 წლის საქმეა, რაც 2026 წელს გამოვლინდა და 2026 წლის თებერვალში სამი პოლიციელი დააკავეს.ამ განცხადებებში არაფერია ნათქვამი ძალადობის იმ სხვა სავარაუდო ფაქტებზე, რაზეც „ნოდარ მელაძის შაბათი“ ასევე იუწყება და რაც, ჟურნალისტის თანახმადვე, სისტემურია.უცნობია, რა ბრალდებით წაუყენეს დაკავებულებს ბრალი - მათ შორის, წაუყენეს თუ არა წამების/არაადამიანური მოპყრობის მუხლით.„ტვ პირველის“ მიერ „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსში ძალადობის კადრების გავრცელების შემდეგ, ნაშუაღამევს, თბილისში, გულუას ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ადამიანთა ჯგუფი შეიკრიბა პროტესტის ნიშნად.ამ ამბის გახმაურებას წინ უძღოდა 2026 წლის მაისის ბოლოს გორში პოლიციელთა მიერ მოქალაქეზე ჯგუფურად ძალადობის კადრების გასაჯაროვება, რასაც საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა.

← მთავარი