„მოდუსის“ სკანდალური საქმე - „რატომ ვერ გიცავენ ადვოკატები საქართველოში? — ჩემი დაუსრულებელი ბრძოლა სისტემასთან“
ადვოკატ ლაშა ჯანიბეგაშვილის ფეისბუქპოსტი, რომელიც საქართველოში ადვოკატთა ასოციაციის მიერ ადვოკატების დაუცველობას ეხება:
2022 წელს მე ვიცავდი დ. ნ. — მუშას, რომელიც სამშენებლო კომპანია „მოდუსში“ მუშაობისას, არასამუშაო დღეს, ახალი წლის დღეებში, სიცოცხლისათვის საშიშ დანადგარზე ამუშავეს. მას არ ჰქონდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი გავლილი, რის შედეგადაც მძიმე საწარმოო ტრავმა მიიღო და მარჯვენა ხელი დაკარგა. დასახიჩრებული მუშა, შეიძლება ითქვას, საწარმოდან მარჯვენა მოგლეჯილი ხელით „გაიტანეს“, რომელიც სამადლოდ გარდაბანში მიაკერეს. კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი კაცის გაჭირვებით ისარგებლეს და თავიანთ დანაშაულზე ხელი მოაწერინეს - დანაშაული თავის თავზე ააღებინეს, იმ მოტივით, რომ თუ იჩივლებდა ყურადღებას არ მიაქცევდნენ.
მარჯვენა ხელი სულდებოდა დავითს გარდაბანში ჩატარებულ ოპერაციის და არასწორ ნაკერების გამო და გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა, ზამთარ-ზაფხულს.
ისტორიამ იმდენად შემძრა, რომ დასახიჩრებულ მუშის დასაცავად საქმეში უსასყიდლოდ ჩავერთე.
დავით ნ. სტამბოლში გადავაფრინე, ნაწილობრივ დავაფინანსე, ჩემი ხარჯით ავაღებინე ინვოისები ცნობილი 4 სხვადასხვა საავადმყოფოდან. თანამედროვე ხელის იმპლანტატების ჩადგმის ღირებულებაზე.
მკურნალობის ოპერაციია თანხები ოთხივე საავადმყოფოში მილიონ დოლარს აჭარბებდა.
ინვოსების შემდეგ „მოდუსს“ სასამართლოთი ვუჩივლეთ და დავუყადაღეთ ათეულობით მილიონის ღირებულების ქონება — ქარხანა, შენობები, მიწები თბილისსა და ბათუმში.
დავიწყეთ სასამართლოთი დავა დაახლოებით 2 მილიონ დოლარზე.
ამ ყველაფრის შემდეგ, ჩემი შეფასებით, დაიწყო ჩემზე ანგარიშსწორება.
ზუსტად ამ პერიოდში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, კონსტანტინე გელაშვილმა, ჩემ წინააღმდეგ შეიტანა საჩივარი „ფეისბუკ პოსტის“ გამო.
ფეისბუქ პოსტში ზოგიერთი ეთიკის წევრები სუსის-ჟანდარმენიის აგენტებად მყავდა მოხსენიებული, ჩემი აზრის სახით და ხალხს მოვუწოდებდი არ ეთანამშრომლა მათთან, რათა არ დაზარალებულიყვნენ.
ეთიკაში საქმე რომ გაემყარებინათ, ერთ-ერთ იუმორისტულ გვერდს, რომელსაც ვერც მიწერდი, დაადებინა ჩემი ვიდეო დაჭრილი, შინაარსის შეცვლილი სახით, ვამტკიცებდი, რომ იყო ფაბრიკაცია, მაგრამ არ გაიზიარეს კომისიის წევრებმა.
საქმე გადაეცა ეთიკის კომისიას და ლიცენზია (შეკერილი საქმით) 3 წლით შემიჩერეს.
შემდეგ ჩემს მიერ ჩატარებულ სამხარაულის ექსპერტიზით დადასტურდა, რომ საქმეში გამოყენებული მტკიცებულებები იყო ყალბი/არასარწმუნო, არარელავანტური, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე არ შეცვლილა, იმ მოტივით რომ ვითომდა კანონი არ აქვთ.
ახლად გამოვლენილ გარემოებით საქმე რომ გადაიხედოს, რეალურად მიზეზი:- კი არ უნდათ აღიარება იმისა რომ ყალბი მასალებით მე საკუთარმა ასოციაციამ შემიჩერა ლიცენზია. ამას არ აღიარებენ, თავი მოეჭრებათ და ეს დანაშაული დღემდე უწყვეტად ხდება.
ჩემი პოზიციით, ამ პროცესის უკან იდგა იმ ძლიერი ბიზნესინტერესების გავლენა, რომელთაც მე დავით ნ. საქმეში დავუპირისპირდი.
სწორედ ამან შექმნა საფუძვლიანი ეჭვი, მიზეზშედეგობრივ კავშირზე დანაშაულებრივ დაჯგუფების მიერ, რომ პროფესიული დისციპლინური მექანიზმი გამოიყენეს არა ეთიკის დასაცავად, არამედ უდანაშაულო ადვოკატის დასასჯელად.
მე არ მქონია პრობლემა კლიენტებთან.
პრობლემა მქონდა გახრწნილ კორუფციაში ჩაფლულ სისტემასთან — ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობასთან, ეთიკის კომისიასთან და იმ პირებთან, რომელთაც არ სურდათ, რომ ადვოკატი სუსტი ადამიანის მხარეს დამდგარიყო ძლიერი ჯგუფების წინააღმდეგ.
უამრავი მიმართვის მიუხედავად, რეაგირება არ მოჰყოლია არც პროკურატურისგან, არც საგამოძიებო უწყებებისგან და არც პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან.
მივმართე და შევხვდი გია ვოლსკის, მივმართე წერილობით მტკიცებულებებით მამუკა მდინარაძეს, ბიძინა ივანიშვილს და სხვა პირებს — უშედეგოდ.
ამ სისტემურმა დევნამ მაიძულა ქვეყანა დამეტოვებინა.
ჩემი პროფესიული კარიერა შევწირე დაუცველთა ინტერესების დაცვას. ეს საქმე დღეს საერთაშორისო სამართლებრივ დონეზეა დაყენებული, მათ შორის ევროსასამართლოში.
ჩემი შეფასებით, ეს არის არა ერთი დისციპლინური დავა, არამედ სისტემური კანიბალიზმი — როცა პროფესიული ორგანიზაცია საკუთარ წევრს სჯის იმისთვის, რომ მან გავლენიან პირებსა და კომპანიებს დაუპირისპირა კანონი.
პოლიტიკური და ინსტიტუციური პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პირებს, ვინც ზედამხედველობენ იმ ორგანოებს, რომელთაც ამ დანაშაულებრივ სქემაზე რეაგირება უნდა მოეხდინათ.
თქვენ ყველამ საქართველო გაანადგურეთ და მიწასთან გაასწორეთ, პირადი ანგარიშების გამო, ხალხზე საერთოდ არ ფიქრობთ.
რაც შეეხება ადვოკატთა ასოციაციას, დღემდე ვერ ინელებენ, რომ 2022 წელს რეალურად საკონსტიტუციო სარჩელებით საუკუნის დავა მქონდა.
ღიად ვამხილე უკანონოდ მიღებულ გრანტების გათეთრებაში ადვოკატთა მიმართ შერჩევით სამართალში.
10 000 ადვოკატისგან შემდგარი ორგანიზაციის არსებობა რეალურად საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დავსვი მარტოდმარტომ.
ამ პერიოდში მოხდა ჩემზე ზეწოლის მიზნით არასამთავრობოთ პროვოკაციები და ტელევიზიებით ცილისიწამებები.
საკონსტიტუციო სარჩელის რომელიც მიზნად ისახავდა რამდენიმე ადვოკატთა ასოციზცია ყოფილიყო ქვეყანაში, არ დაკმაყოფილების მერე, როგორც მითხრეს, ბიძინა ივანიშვილი ჩარიეს სამკვდრო სასიცოცხლოდ გადამეკიდნენ.
კლიენტი რომ ვერ ნახეს ჩემზე მომჩივანი, თავად ხელმძღვანელობამ ითავა ეს საქმე, რაშიც „მოდუსიც“ - ამირან დარჩიძეც დაეხმარა.