← მთავარი
სამართალი

სროლა ხაშურში - მოკლულია ორი ადამიანი

14 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
სროლა ხაშურში - მოკლულია ორი ადამიანი

ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს.  მსხვერპლით დასრულდა ქვიშა-ხრეშის კარიერის გამო დაწყებული დაპირისპირება, რომლის გამოც ადვოკატი ირინა ფერაძე პოლიციის რეაგირებას დიდი ხანია ითხოვდა.  წინასწარი ინფორმაციით, მოკლულია კომპანია ,,ბილტმორის” ორი წარმომადგენელი.  თვეზე მეტია კილაბერიძეების კარიერიდან ,,ბილტმორის” წარმომადგენლებს ქვიშა-ხრეში გაჰქონდათ. კილაბერიძეები ითხოვდნენ წიაღისეულის ქურდობის შეჩერებას.  ,,მიხდა ის, რისიც მეშინოდა. დიდი ხანია ვითხოვდი პოლიციის რეაგირებას. პოლიციას რომ დროულად ემოქმედა, ეს ამბავი არ მოხდებოდა. მაცნობეს, რომ მკვლელობა ბრალდება ნიკა კილაბერიძეს. დეტალებს გავარკვევ, რა მოხდა”- გვითხრა ირინა ფერაძემ.  პოლიციას ჯერ კომენტარს არ აკეთებს.

← მთავარი