„ეს დაჯარიმებული კაცი ვინაა? ან რა საჩივარი შევიტანე? ვის რაში სჭირდება თქვენი დაცვა? მართლა გარეკილი აქვთ“ – ლევან სანიკიძის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე დააჯარიმეს
სოცმედია • 0:22
ენმ–ის ერთ–ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე, სოციალურ ქსელში, წერს: ან ეს დაჯარიმებული კაცი ვინაა? ან რა საჩივარი შევიტანე? ვის რაში სჭირდება თქვენი დაცვა? მართლა გარეკილი აქვთ. ივანიშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების დავალებით არიან მოსეულები თქვენი პარტაქტივი, ტროლები და ბოტები ჩემზე და ჩემს ოჯახზე, მაგრამ ვერაფერს დაგვაკლებთ. თქვენ თვითონ ხართ საქართველოს ერთი დიდი შეურაცხყოფა და ღმერთმა დამიფაროს ოდესმე ჩემი ღირსება თქვენი დასაცავი გახდეს.
Facebook-ზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან სანიკიძის შეურაცხყოფის მიზეზით მოქალაქე გია კაჭკაჭური სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა.საუბარია სამთავრობო ტელევიზია „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ ქარდზე დაწერილ კომენტარზე. „იმედმა“ 4 ივნისს გამოაქვეყნა ლევან სანიკიძის ქარდი ციტატით – სანიკიძე: „ქართულ ოცნებას” რუსეთისგან აქვს სამი დავალება: არა „ნატოს”, არა ევროკავშირს, არა მიშას“. ქარდის კომენტარში გია კაჭკაჭურის სახელითა და გვარით დაწერილია კომენტარი: „შე -თავა რატომ გაიფუჭე ბავშვობა და სულ დავდი. ან ამდენ გინებას როგორ იტან”. მოქალაქის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას და ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.სამმართველო, რომელიც საჯარო სივრცეში ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციაში სიძულვილის ენას გაუწევს მონიტორინგს, 10 თანამშრომლით ფუნქციონირებას 1 ივნისიდან შეუდგა. სამმართველოს ხელმძღვანელად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
„ჩემი მეგობარი ელენე ხოშტარია საქართველოში პოლიტიკური პატიმარია“ - ლორა თორნტონი
"მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, ლორა თორნტონი ციხეში ელენე ხოშტარიას გაუარესებულ მდგომარეობას ეხმაურება. თორტონი "ოცნებას" ავტორიტარულ, პრორუსულ რეჟიმად მოიხსენიებს...
პოლიტიკა
• 10 წუთის წინ
„ელენე ხოშტარია უნდა გათავისუფლდეს“ - ნიკა გვარამია
8 პოლიტიკოსის საქმე - "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია დღევანდელ პროცესზე დააყენებს შუამდგომლობას, რომელიც ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხება. როგორც პროცესის დაწ...
პოლიტიკა
• 17 წუთის წინ
„ახალი არაფერი არ არის, წლებია ვაფიქსირებთ, რომ ღია ვართ EU-სთან დიალოგისთვის“ - ბოჭორიშვილი
ახალი არაფერი არ არის. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე, საქართველო არ არის ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ან შეწყვიტა დიალოგი. შესაბამისად, არც მზაობა აკლდა დიალოგს და არც სურვილი. არასდროს გვითქვამ...
პოლიტიკა
• 1:37
"დღეს დილით ილიასთან ვიყავი... დახუჭული თვალებით მიყურებს და მითხრა - "როცა ჩემპიონები ვეცემით, ძლიერად ვეცემით"
"დღეს დილით ილიასთან ვიყავი. მას თვალ-ბუდის ძვლების და ცხვირის მოტეხილობები აქვს. დილით ჭრილობები დაუმუშავეს და თვალის წესიერად გახელა ჯერ კიდევ უჭირდა. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ ამ ზ...
სპორტი
• 1:28
უკრაინამ მოსკოვზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა
უკრაინელებმა მოსკოვზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანეს | რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის ოლქში დაიბომბა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. მათივე მტკიცებით, "საჰაერო თავდაცვის ძალები იგერიებენ მასშტაბუ...
რუსეთ-უკრაინის ომი
• 1:27
„თუ აშშ და ირანი 60 დღეში ვერ შეთანხმდებიან, დარტყმებს განვაახლებთ“ - ტრამპი
დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ აშშ და ირანი 60 დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ დარტყმებს განაახლებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დასძინა, რ...
მსოფლიო
• 0:10
მეტის ნახვა