სამართალი
დიდუბეში სატვირთო მანქანის მძღოლს დამუხრუჭებისას საკუთარი ტვირთი დაეცა და დაიღუპა
დიდუბეში სატვირთო მანქანას დამუხრუჭებისას საკუთარი ტვირთი დაეცა. რკინის კონსტრუქციები მძღოლის კაბინას დაეცა და ჩაჭეჭყა. მაშველები ერთობლივი ძალებით ცდილობდნენ მძღოლის მანქანიდან გამოყვანას, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თვითმხილველები IPN-ს უყვებიან, რომ მძღოლმა სატვირთო მანქანა შუქნიშანზე დაამუხრუჭა. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი 35 წლის იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.