← მთავარი
სამართალი

ჯაშუშობაში ბრალდებულ გულბაათ რცხილაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

1 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
ჯაშუშობაში ბრალდებულ გულბაათ რცხილაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა 1 ივნისს მიიღო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) რცხილაძე 30 მაისს, საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. იმავე დღეს, ანალოგიური ბრალდებით, ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძეც დაიკავეს.

სასამართლოზე დაცვის მხარემ 30 000-ლარიანი გირაო შემოგვთავაზა, პროკურატურა კი ყველაზე მკაცრ — პატიმრობის — ღონისძიებას ითხოვდა. სასამართლომ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა.

გულბაათ რცხილაძე ცოტა ხნის წინ დაარსებული „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს” ერთ-ერთი ხელმძღვანელია. „ევრაზიის ინსტიტუტის” გარდა, მის სახელზე სხვა სამი ორგანიზაციაა რეგისტრირებული: „კავკასიური თანამშრომლობა”, „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის” და „საქართველოს უკვდავი ჯარი”.

„აი, ფაქტის” ცნობით, რცხილაძის ორგანიზაციას 2020 წლიდან კრემლის სიახლოვეს მდგარი, აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსული „პრავფონდი” აფინანსებდა, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან მოქმედებს. სხვადასხვა დროს რცხილაძე ჩართული ყოფილა ისეთი წიგნებისა და ფილმების შექმნაში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით კრემლის პოზიციებს ასახავდა. ასევე, სხვადასხვა შეხვედრაზე ის ანტიდასავლური შინაარსის განცხადებებით გამოდიოდა.

← მთავარი