← მთავარი
სამართალი

„ეს რამდენიმეთვიანი თანამშრომლობის შედეგია” — აშშ-ის საელჩო ვიზების თაღლითობასთან დაკავშირებული 3 დაკავების შესახებ

3 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
„ეს რამდენიმეთვიანი თანამშრომლობის შედეგია” — აშშ-ის საელჩო ვიზების თაღლითობასთან დაკავშირებული 3 დაკავების შესახებ

საქართველოში მყოფი აშშ-ის საელჩო პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა პროკურატურის განცხადებას ამერიკაში უკანონო შესვლასა და დოკუმენტების გაყალბებაში ბრალდებული 3 ქართველი მოქალაქის დაკავების შესახებ.

„მივესალმებით საქართველოს პროკურატურის განცხადებას — ქართველი მოქალაქეების მოტყუებით, აშშ-ში უკანონო შესვლასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით 3 პირის დაკავების შესახებ. ეს ამერიკისა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის რამდენიმეთვიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. მადლობა პოლიციის დეპარტამენტს, გამოძიებასა და ოპერაციაში ჩართულ ქართველ სამართალდამცველებს,” — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

2 ივნისს საქართველოს პროკურატურამ ცნობა გაავრცელა: ამერიკაში უკანონო შესვლასთან და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით 3 პირი დააკავეს, ხოლო 6-ის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო.

← მთავარი