← მთავარი
სამართალი

შაბათის მარშის წინ ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს და აქტივისტს თავს დაესხნენ

6 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
შაბათის მარშის წინ ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს და აქტივისტს თავს დაესხნენ

შაბათის მარშის დაწყებამდე ერთმა პირმა ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს თავს დაესხა — ამის შესახებ ფოტოგრაფი MO SE იტყობინება. ზაზაძეს თვალის არეში და ხელზე დაზიანებები აღენიშნება.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, იმავე თავდამსხმელმა, რომელიც წითელ სკუტერზე მიადგა პროტესტანტებს, ფიზიკურად გაუსწორდა აქტივისტ თამუნა გიორგაძესაც.

„შაბათის მარშზე მოვარდა ვიღაც ადამიანი, წითელ სკუტერზე იჯდა, გადმოხტა უცებ და მიუვარდა პროტესტის ხალხს — დაიწყო გინება და ფიზიკურად გაუსწორდა თამუნა გიორგაძეს და ლევან ზაზაძეს. ყოველ შაბათს ჩამოდის და ცდილობს არეულობა გამოიწვიოს. პოლიციის რაზმი იდგა, მაგრამ ჩხუბის ბოლოს მოვიდნენ და სიტუაციის გარკვევა დაიწყეს” — წერს აქტივისტი მეგი დიასამიძე.

თავდასხმის შემდეგ ლევან ზაზაძე და თამუნა გიორგაძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ასევე გადაყვანილია პოლიციაში — გამოძიება დაწყებულია.

← მთავარი