"ექიმებმა ჩემი ლუკა მომიკლეს" - კლინიკაში გარდაცვლილი 13 წლის ბიჭის დედა
13 წლის ლუკა ჩხიკვიშვილის გარდაცვალების მიზეზად ოჯახი სავარაუდოდ ანესთეზიის გადაჭარბებულ დოზას ასახელებს. მათი ინფორმაციით, მოზარდი ბათუმის იაშვილის სახელობის კლინიკაში მოტეხილი ხელით შეიყვანეს, თუმცა ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათის ლოდინის შემდეგ, ანესთეზიის გაკეთებიდან დაახლოებით 20 წუთში, გული გაუჩერდა. მერვე კლასელი ლუკა ჩხიკვიშვილი თამაშის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ თავდაპირველად ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, რადგან სამედიცინო დაწესებულებაში ბავშვთა ტრავმატოლოგიური განყოფილება არ ფუნქციონირებდა, მოზარდი შემდგომ ბათუმის იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაამისამართეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ კლინიკაში საკუთარი ფეხით მისული არასრულწლოვანი ოპერაციისთვის ემზადებოდა, თუმცა საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა. მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიებაა დაწყებული. “ექიმებმა ჩემი ლუკა მომიკლეს” | წერს სოციალურ ქსელში კლინიკაში გარდაცვლილი 13 წლის ლუკა ჩხიკვიშვილის დედა, ნინო სიხარულიძე სოციალურ ქსელში