სოხუმში საქართველოს მოქალაქე „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ ბრალდებით დააკავეს
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში“ ედება ბრალი, განაცხადა ადგილობრივმა გამოცემამ Apsadgil-Info 9 ივლისს.
გამოცემა იტყობინება დე ფაქტო გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით, რომ მებონია 2 ივლისს სოფელ ნაბაკევში [დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დარქმეულ სოფელ ბათაიგუარაში] დააკავეს და ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
„სამოქალაქო საქართველომ“ კომენტარისთვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუსი) მიმართა.
სუს-ის უახლესი ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ცხინვალის რეგიონში უკანონო დაკავების 34, ხოლო აფხაზეთში 40 შემთხვევა დაფიქსირდა.