შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იმერეთში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქუთაისში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა მეზობლად მცხოვრები მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავე პირი მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს”. - წერს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.