ტრაგედია დადიანის გამზირზე: ცნობილია ავტოავარიის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა
ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ცოტნე დადიანის გამზირზე მომხდარ მძიმე ავტოავარიას ემსხვერპლა, მიმი კაზალიკაშვილია. ის დაახლოებით 50 წლის იყო.
დადიანის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოდან ჩანს, რომ მიმი კაზალიკაშვილი ტროტუარზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, მანქანა, რომელსაც სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე მართავდა, იქვე იყო პარკირებული. ავტომობილი დაძვრისთანავე ჯერ ფეხით მოსიარულეს შეეჯახა, შემდეგ კი ის მეორე მანქანას მიაჯახა. მიღებული მძიმე დაზიანებების გამო, ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.
ავტომობილის მძღოლი უკვე დაკავებულია, გამოძიება კი სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს ნაკლების ჩვენება.