საქართველოს სამი მოქალაქე პოლონეთში ბინების ძარცვისთვის დააკავეს
პოლონეთის პოლიციამ ვროცლავში ბინების ძარცვისთვის 24, 45 და 50 წლის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. პოლონური მედიის ცნობით, ორ მათგანს ეჭვი ედება 4 და 5 ძარცვის ეპიზოდში.
დაკავება ორშაბათს, 1 ივნისს განხორციელდა — ოლავას დეტექტივებმა ვროცლავის სავოევოდოს პოლიციის მხარდაჭერით. გამოძიება ამ საქმეს სტანოვიცეს, პოზნანისა და იაროცინის ძარცვებთანაც აკავშირებს.
გამომძიებელთა შეფასებით, ჯგუფი გეგმაზომიერად მოქმედებდა: ირჩევდა მომენტს, როდესაც ოჯახები სახლში არ იმყოფებოდნენ, ფანჯრის მინებს ამსხვრევდა და ფულს, ოქროს, სამკაულს, დიზაინერულ საათებსა და ელექტრონიკას იტაცებდა. სტანოვიცეში აპრილის ბოლოს ჩადენილი ერთი ძარცვის ზარალი 80 000 ზლოტად შეფასდა.
24 და 45 წლის დაკავებულებს, შესაბამისად, ოთხი და ხუთი ბრალდება წაუყენეს; სასამართლომ ორივეს სამთვიანი პატიმრობა დაუნიშნა. 50 წლის მესამე ეჭვმიტანილი ძებნილი აღმოჩნდა — მას ქურდობისთვის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პოლიციამ დაადგინა, რომ ეჭვმიტანილები ადრეც ყოფილან ნასამართლევნი. პირადი მონაცემების შეცვლის შემდეგ პოლონეთში დაბრუნდნენ და კრიმინალური საქმიანობა განაახლეს.