← მთავარი
სამართალი

ახობაძის სახლში ჩხრეკისას ფულადი თანხა ამოიღეს — ვის ეკუთვნის, ადვოკატი ამბობს შეფასება მოხდება

24 მაისი, 2026 · წყარო: newposts.ge
ახობაძის სახლში ჩხრეკისას ფულადი თანხა ამოიღეს — ვის ეკუთვნის, ადვოკატი ამბობს შეფასება მოხდება

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან ახობაძის სახლიდან ჩხრეკისას ფულადი თანხა ამოიღეს. ახობაძის ადვოკატმა დავით სიმონიამ ჟურნალისტებს განუმარტა: „ამოღებულია ფულადი თანხა, მაგრამ ეს საკითხი შეფასებადია — ვის ეკუთვნის. ოჯახის წევრები იყვნენ, არასრულწლოვანი ბავშვი, მეუღლე. დიდ თანხაზე საუბარი არ არის.” ახობაძე დუმილის უფლებით სარგებლობს.

სუს-მა ახობაძე 22 მაისს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, დააკავა. პროკურატურის ვერსიით, ახობაძემ კერძო მეწარმეს დახმარება შესთავაზა — ლარსზე ჩამორთმეული 40 000 000 რუსული რუბლის დაბრუნებაში. სანაცვლოდ ჯერ 500 000 ლარი მოითხოვა, შემდეგ — გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევის შემდეგ — 250 000 ლარზე შეთანხმდნენ. ეს თანხა ახობაძემ 2024 წლის მაისში, საკუთარ სამუშაო კაბინეტში, შუამავლების მეშვეობით მიიღო.

ოფიციალური ბრალდება ლილუაშვილის სახელს არ ახსენებს, თუმცა სუს-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ჩვენებით, „სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, მოთხოვნილი თანხა განახევრდა.”

საქმეს გრიფი დაედო, ადვოკატებს გაუმჟღავნებლობის ხელი მოაწერინეს. სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს განიხილავს აღკვეთის ღონისძიებას — სხდომა დახურული იქნება.

← მთავარი