← მთავარი
სამართალი

ქურდიანის ქუჩაზე ერთი დაჭრილი მიმალვისას აივნიდან გადავარდა და დაიღუპა, კიდევ 2 კლინიკაშია გადაყვანილი

16 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
ქურდიანის ქუჩაზე ერთი დაჭრილი მიმალვისას აივნიდან გადავარდა და დაიღუპა, კიდევ 2 კლინიკაშია გადაყვანილი

ქურდიანის ქუჩაზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, 2 კი კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდარის დეტალებზე ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა. მათი ცნობით, 3 პირი დაიჭრა, დაჭრილებიდან ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივანზე გავიდა, რა დროსაც სიმაღლიდან გადავარდა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. კიდევ 2 დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. “ტვ პირველის” ცნობით, გარდაცვლილი 35 წლის ნიკოლოზ ქარელაშვილია. “ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ირკვევა, რომ ბრალდებულებმა ერთ პირს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიჭრა სამი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებული. დაპირისპირების დროს, ერთ-ერთი დაჭრილი, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას საცხოვრებელი კორპუსის აივანზე გავიდა, რა დროსაც სიმაღლიდან გადავარდა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. ხოლო, ორი დაჭრილი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 19-108-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, — წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

← მთავარი