← მთავარი
პოლიტიკა

გვარაკიძე სპეცრაზმელების დაკავებაზე: არ აქვს მნიშვნელობა ეს 5 პირი იქნებოდა, 10 თუ 100

24 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
გვარაკიძე სპეცრაზმელების დაკავებაზე: არ აქვს მნიშვნელობა ეს 5 პირი იქნებოდა, 10 თუ 100

მინდა გითხრათ, რომ, პირველ რიგში, გამოძიება გრძელდება და გამოძიებას აქვს თავისი ვადები, აქვს თავისი შეხედულებები, მტკიცებულებათა მოპოვების სტანდარტები და ა.შ.

მე ვფიქრობ, რომ აქ რიცხვი და ციფრი არაფერ შუაში არ არის, აქ მთავარია ის, რომ ჩვენ შევძელით და დავაიდენტიფიცირეთ პირები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და გამოვავლინეთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს 5 პირი იქნებოდა თუ 10 თუ 100. […]

მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი და ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არავითარ შემთხვევაში არ აქვს ადგილი შერჩევით მართლმსაჯულებას. იმ პირებზე, ვისზეც მოპოვებული იქნა მტკიცებულება, მიეცა პასუხისგებაში და ასევე ვინც შესაძლოა კიდევ გამოვლინდეს და დადგინდეს, რომ მათ მიერ დანაშაული იქნა ჩადენილი, ჩვენ არავის ხელს არ დავაფარებთ და ყველა პირი მიეცემა, შესაბამისად, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში.

← მთავარი