დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი ორი დღით გათავისუფლდა საპატიმროდან — 9 ივნისს სასჯელს სრულად მოიხდის
ნარკოდანაშაულში ბრალდებულ დიზაინერ დათუნა სულიკაშვილს, ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, პენიტენციური კოდექსის 34-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, მიენიჭა უფლება, უქმე დღეებში 2 დღით დაეტოვებინა საპატიმრო დაწესებულება.
„ამ მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულს შეუძლია დატოვოს დაწესებულება დასვენებისა და უქმე დღეებში”, — განმარტა ადვოკატმა კუბლაშვილმა. „დათუნა სულიკაშვილს საპროცესო შეთანხმებით განესაზღვრა 6-თვიანი სასჯელი. დაკავება მოხდა 2025 წლის 9 დეკემბერს, შესაბამისად სასჯელს 9 ივნისს გაათავებს.”
სულიკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს — განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა. ამ დანაშაულის სასჯელი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობაა, თუმცა სულიკაშვილმა საპროცესო შეთანხმებით მოიხდის მხოლოდ 6 თვეს, 4 წელნახევარი პირობითი მსჯავრით. ამასთან, ჩამოართვეს მანქანის მართვის უფლება და სამოქალაქო სამსახურში მუშაობის უფლება, 50 000 ლარიანი ჯარიმაც დაეკისრა.