← მთავარი
სამართალი

სასამართლომ სიგუასთვის ელექტრონული სამაჯურით ზედამხედველობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

11 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
სასამართლომ სიგუასთვის ელექტრონული სამაჯურით ზედამხედველობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსისთვის იოსებ სიგუასთვის ელექტრონული სამაჯურით ზედამხედველობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

სიგუას ცოლი, სოფია სიგუა-შატბერავა ძალადობასა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.

რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს

“აივნის მოაჯირიდან მაგდებდა” - შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

პოლიციის პოლკოვნიკი იოსებ სიგუა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად ორი დღის წინ დაინიშნა. იქამდე, სიგუა თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იყო.

ნოდარ მელაძის შაბათთან ინტერვიუში იოსებ სიგუას ცოლი, სოფია სიგუა-შატბერავა ძალადობასა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.

“ყოველთვის მემუქრებოდა - “იქნება გაუხსნელი მკვლელობა, ეგ ხომ იცი, ჩემზე უკეთ არავის გამოსდისო”, მცდელობაც ჰქონდა, აივნის მოაჯირზე დამსვა და მაგდებდა, კადრები მქონდა, თუმცა თვითონ წამიშალა. რაკი დღის შუქი იყო და ბევრი მეზობელი იყო, მიხვდა, რომ არასარფიანი დრო შეარჩია. მეუბნება - “წაგიყვან, კასრში ჩაგდებ და დაგმარხავ, უგზოუკვლოდ დაკარგულად გამოგაცხადებ” - ამბობს ქალი.

TV პირველის მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, იოსებ სიგუას 2026 წლის თებერვალში შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი. სოფიო შატბერავა-სიგუას თქმით, ჩატარდა სასამართლო სხდომაც. ქალი ამბობს, რომ მის მეგობარ ადვოკატს შს მინისტრის მოადგილემ, რონი მესხმა დაურეკა და უთხრა, რომ საქმისთვის ხელი “არავითარ შემთხვევაში” არ უნდა მოეკიდა.

თავად რონი მესხი TV პირველთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და თქვა, რომ “ოჯახური კონფლიქტი აქვს ორივეს”.

იოსებ სიგუას მიერ ცოლზე ძალადობის შესახებ საფარის ხელმძღვანარი ბაია პატარაია გუშინ საღამოს წერდა. მისი თქმით, სიგუას ელექტრონული სამაჯური უკვე შეაბეს, თუმცა, თავდაპირველად, შსს-ს მაღალჩინოსანს პოლიცია “ვერ პოულობდა”.

იოსებ სიგუას საზოგადოება ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმიდანაც იცნობს - თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლაზე რამდენჯერმე თქვა უარი.

დეტექტივების უფროსი იოსებ სიგუა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არც დღეს მივიდა

ბედოიძე სიგუაზე: სად დარეკოს და როგორ მოიქცეს, როცა ავად არის, თვითონ უკეთ იცის

← მთავარი