← მთავარი
სამართალი

შსს-მ FBI-ის მიერ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავა

13 ივნისი, 2026 · წყარო: civil.ge
შსს-მ FBI-ის მიერ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივნისს განაცხადა, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, დააკავეს პირი, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა სხვადასხვა მძიმე დანაშაულის გამო.შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. იგი FBI-ს მოთხოვნის საფუძველზე იძებნებოდა სხვადასხვა დანაშულისთვის, მათ შორის „დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობისა და თანამონაწილეობის, დანაშაულებრივი შეთქმულებისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით“. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ ორგანოებთან უკვე მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“, – განაცხადა შსს-მ.მანამდე, 4 ივნისს, გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს მარკ ნორდბერგს შეხვდა. პროკურატურის ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ გენერალურ პროკურორს „მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომლის შედეგად საქართველოს მოქალაქეების ამერიკაში უკანონო შეყვანისა და საბუთების გაყალბების ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, გამოვლენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები და რამდენიმე პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული“.„შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატეს“, – აცხადებს პროკურატურა.This post is also available in:

English Tagsგამოძიების ფედერალური ბიურო პროკურატურა შსს

Copy URL URL Copied

← მთავარი