კიევში დააკავეს 24 წლის ქართველი — სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით ავტომობილებს წვავდა
კიევში 24 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს — ეჭვმიტანილია, რომ მან რუსეთის სპეცსამსახურების შეკვეთით უკრაინის შეიარაღებული ძალების ავტომობილები დაწვა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ეჭვმიტანილი 2026 წლის მარტის დასაწყისში უკრაინაში სამუშაოს საძიებლად ჩავიდა. Telegram-ის საშუალებით „სამუშაო” იპოვა — მისი შინაარსი გახლდათ უკრაინის სამხედრო მანქანებზე ცეცხლის წაკიდება.
ეჭვმიტანილმა ცეცხლი წაუკიდა Cherry Tiggo 2-ს პარტიზანული დიდების პარკთან და Ssang Yong Rexton-ს ჰრიჰორენკოს პროსპექტზე. ბინაში დაკავებისას ჩამოართვეს მობილური ტელეფონი, რომელიც შეიცავდა სერვისებთან მიმოწერის მტკიცებულებებს.
ეჭვმიტანილს სხვისი ქონების განზრახი დაზიანება ბრალდებად წარედგინა. სასამართლომ მასზე პატიმრობა შეუფარდა, გირაო 133 000 გრივნა განუსაზღვრა.