← მთავარი
სამართალი

ნინო წილოსანის პოსტზე კომენტარისთვის ადვოკატი შოთა თუთბერიძე 4 ათასი ლარით დააჯარიმეს

15 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ნინო წილოსანის პოსტზე კომენტარისთვის ადვოკატი შოთა თუთბერიძე 4 ათასი ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4000 ლარით დააჯარიმა ადვოკატი შოთა თუთბერიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის 1 ივნისის ფეისბუკპოსტზე დატოვებული კომენტარისთვის.თუთბერიძის თქმით, მის წინააღმდეგ საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ შეიტანა.”ალბათ, პირველია, „სქროლვა-სქრინვის“ სამმართველოს აქამდე, მე მგონი, საქმე არ შემოუტანია”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი შოთა თუთბერიძე.მისი თქმით, საქმეში არც თავად ნინო წილოსანის გამოკითხვის ოქმია, რომლის და მასთან ერთად, ოქმის შემდგენი პოლიციელის მოწმის სახით გამოკითხვის შუამდგომლობაც მოსამართლის წინაშე დააყენეს კიდეც, თუმცა არ დაკმაყოფილდა.”ერთ-ერთი მთავარი ლაფსუსი ეგ არის ამ საქმეში, რომ თვითონ პოტენციური დაზარალებული ვინც უნდა ყოფილიყო - თავად ნინო წილოსანი - მისი პოზიცია სასამართლოსთვისაც უცნობი იყო. რაზეც მივუთითეთ, რომ როგორ შეიძლება შეურაცხყოფა დაადგინო, თუ არ გაარკვიე, შეურაცხყოფილი დარჩა თუ არა ვინმე, მით უმეტეს ნინო წილოსანი, რომელთანაც არ გასაუბრება ყოფილა, არც გამოკითხულია. რა ვიცით? იქნება მეგობრები ვართ და იქნება არ სწყინს საერთოდ? როგორ შეიძლება მაკარაძემ გადაწყვიტოს, ნინო წილოსანმა შეურაცხყოფად მიიღო თუ არა? მით უმეტეს, რომ გინებას არ მედავებოდნენ. მაგრამ ამას არ მიაქცია ყურადღება და ისე მიიღო გადაწყვეტილება. ვნახოთ რა იქნება დასაბუთებაში, ეჭვი მეპარება, რამის მოფიქრება შეიძლებოდეს იურიდიულად საერთოდ”, - ამბობს შოთა თუთბერიძე.მისი თქმით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისგან განსხვავებულის მოლოდინი არ აქვს.”სხვა მოლოდინი არც მქონია, გულის სიღრმეში იმედი სულ ცოცხლობს ხოლმე და მოსამართლესაც ვუთხარით კიდეც, რომ იმედია, დავალებას არ შეასრულებთ და შინაგანი რწმენა რასაც გიკარნახებთ, იმ გადაწყვეტილებას მიიღებთ-მეთქი. ეს ნაპერწკალი სულ არსებობს ხოლმე, მაგრამ არა პირიქით. პატიმრობასაც ველოდი, არავითარი რეალისტური მოლოდინი არ გვქონია, ვიცით, რა სასამართლოსთან გვაქვს საქმე”, - ეუბნება თუთბერიძე რადიო თავისუფლებასშსს-ში მოგვიანებით განმარტეს, რომ ეს არ იყო პირველი საქმე, რომელიც სასამართლოებმა განიხილეს და გადაწყვეტილება კიდევ ექვს სხვა საქმეზეა დამდგარი.

ასევე ნახეთ

შსს-ს „სიძულვილის მონიტორინგის დეპარტამენტმა“ სასამართლოში 60 საქმე წაიღო

რა ხდებაშოთა თუთბერიძის წინააღმდეგ საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶ მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.173-ე 16 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად ითვლება საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება, ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან, ან საქმიანობასთან დაკავშირებით. ისჯება 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 45 დღემდე. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე; ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა - 60 დღემდე.

ასევე ნახეთ

ჩინოვნიკების გასაგონად „პირის ამყრალება“ აკრძალულია, პირიქით - არა

შოთა თუთბერიძემ 1 ივნისს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის კანადაში მიმდინარე ვიზიტთან დაკავშირებული პოსტის ქვეშ დატოვა კომენტარი.

შოთა თუთბერიძის კომენტარი ნინო წილოსანის პოსტზე

ახალი სამმართველოშინაგან საქმეთა სამინისტროში 2026 წლის მაისში შეიქმნა სპეციალური სამმართველო, რომლის ფუნქციადაც საჯარო სივრცეში კომუნიკაციის „სისტემური მონიტორინგი“ დასახელდა - „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის“ წინააღმდეგ.„ქართული ოცნების“ კრიტიკოსები ამბობენ, რომ ხელისუფლება „სიძულვილის ენასთან“ ბრძოლის მოტივით სიტყვის თავისუფლებას ახშობს.ინიციატივა ახალი სამმართველოს შექმნის შესახებ „ქართული ოცნების“ მთავრობაში ახალ პოზიციაზე დანიშნულმა მამუკა მდინარაძემ, - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, - წარადგინა 18 მაისს.20 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ თანამშრომლების შერჩევის დროს გაითვალისწინებდნენ „გამოცდილებას“.„აქცენტი გაკეთდება მოქმედ თანამშრომლებზე, ვისაც აქვს გამოცდილება და მოვახდენთ ამ კადრების აკუმულირებას სხვადასხვა დანაყოფებიდან“, - განაცხადა დარახველიძემ.

ასევე ნახეთ

ვინ არის შსს-ს „სისტემური მონიტორინგის“ სამმართველოს უფროსი

სასამართლოები ფეისბუკ-პოსტებისთვისბოლო წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ არაერთი მოქალაქე, მათ შორის, აქტივისტები და ჟურნალისტები დააჯარიმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული იმ პოსტებისთვის, რომლებიც მაღალჩინოსნებმა შეურაცხმყოფლად მიიჩნიეს.პოლიციელებმა შემდეგ სამართალდარღვევის, კერძოდ, 173-ე 16 პრიმა მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის დაფიქსირება მოითხოვეს.ეს მუხლი კოდექსში 2025 წლის 6 თებერვალს გაჩნდა - სწორედ მაშინ, როდესაც პროევროპული აქციებისა და ხანგრძლივი პროტესტის ფონზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არაერთი კანონის გამკაცრება გადაწყვიტა.

← მთავარი