← მთავარი
სამართალი

ბინა თბილისსა და ბათუმში, 33 ავტოფარეხი, კომერციული ფართები - რა არის ცნობილი პოლიციის მაღალჩინოსანზე, რომელსაც ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

11 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ბინა თბილისსა და ბათუმში, 33 ავტოფარეხი, კომერციული ფართები - რა არის ცნობილი პოლიციის მაღალჩინოსანზე, რომელსაც ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

პოლიციის მაღალჩინოსანს, პოლკოვნიკ იოსებ სიგუას, რომელსაც მისი მეუღლე, ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, ელექტრონული სამაჯური შეაბეს.

ცნობისთვის, იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფია სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.

აღსანიშნავია, რომ იოსებ სიგუა რამდენიმე დღის წინ, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს. ის მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

“ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს იოსებ სიგუას ოჯახი. პოლიციის მაღალჩინოსანს ქონებრივი დეკლარაციის შესახებ ინფორმაცია ბოლოს 2026 წლის თებერვალში აქვს შევსებული.

დოკუმენტების მიხედვით, იოსებ სიგუას ოჯახის საკუთრებაშია 33 ავტოფარეხი, საიდანაც ორის 100%-იანი წილის მფლობელი სოფიო სიგუაა, ერთს სრულად იოსებ სიგუა ფლობს, ხოლო დარჩენილი 30 ავტოფარეხი იოსებ და სოფიო სიგუების თანასაკუთრებაშია, თითოეული 50-50%-იან წილებს ფლობს. აღსანიშნავია, რომ ავტოფარეხების უდიდესი ნაწილი 2026 წლის მარტშია შეძენილი. თითოეულში ოჯახმა 1500 ლარი გადაიხადა. გამოდის, რომ ოჯახს ავტოფარეხებში ჯამურად 49 500 ლარი აქვს გადახდილი.

← მთავარი