მამუკა მდინარაძეზე დაწერილი კომენტარისთვის 4 000 ლარით მეორე მოქალაქე დაჯარიმდა
მოსამართლე დავით მაკარაძემ სოციალურ ქსელში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძეზე შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერისთვის მოქალაქე მამია კვირკველია 4 000 ლარით დააჯარიმა — ინფორმაციას პროსამთავრობო ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს. ტელეკომპანიის განცხადებით, მამია კვირკველიამ პოსტზე, რომელიც მამუკა მდინარაძეს ეხებოდა, დააკომენტარა: “მდინარაძე შენს ოჯახს შ*ვეცი. მზდიე ეხა და იყავი”. კვირკველია სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, რაც მოსამართლემ “სასამართლოს უპატივცემულობად” შეაფასა. “მისი განცხადება ახლოსაც არ არის გამოხატვის თავისუფლებასთან, სიძულვილის ენა და შეურაცხყოფაა. სასამართლოზე არგამოცხადება უპატივცემულობად ჩაითვალა, ამიტომ მაქსიმალური სახდელი დაეკისრა,” — განაცხადა მოსამართლემ. 22 ივნისს ამავე ბრალდებით მოქალაქე ივანე კოდელაშვილი 4 000 ლარით დააჯარიმეს. კოდელაშვილმა “იმედის” მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ქარდზე შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა.
ფოტო: რუსთავი 2
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას 1-ელი ივნისიდან შეუდგა.სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი-შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა იქნება, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მუშაობა დღეიდან, 1-ელი ივნისიდან დაიწყო