← მთავარი
სამართალი

5 დაღუპული — ავარია ლისის ტბის მახლობლად

8 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
5 დაღუპული — ავარია ლისის ტბის მახლობლად

ლისის ტბის მახლობლად, გვიანი ღამის საათებში, სიმაღლიდან ხევში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 6 ადამიანი იჯდა. ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ერთი — მამაკაცი — კლინიკაში გადაიყვანეს. ვარაუდობენ, რომ ავტომობილი თბილისიდან ლისისკენ მიდიოდა.

გარდაცვლილები ერთმანეთის მეგობრები ყოფილან: ცოლ-ქმარი ალექსანდრე ჩხეიძე და ნათია ჯანაძე; გვანცა არევაძე და მისი მეუღლე ნიკა ქუთათელაძე; და მარიამ ქადაგიძე.

← მთავარი