სამართალი
სასამართლომ მოქალაქეს ნიკა გვარამიასთვის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის მიყენების გამო, 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
შსს-ს ცნობით, 3 ივნისს, გიორგი გედენიძემ სოციალურ ქსელში, “იმედის“ პოსტზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფა მიაყენა.
აღნიშნული ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ გამოავლინა. საქმე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობდა. არც გიორგი გედენიძე და არც მისი უფლებადამცველი პროცესს არ ესწრებოდნენ.
ნახეთ ასევე: “არც გიორგი გედენიძე ვიცი და არც შეურაცხყოფა მისგან” - რას წერს ნიკა გვარამია ინფორმაციაზე, რომ სასამართლომ მოქალაქე სოციალურ ქსელში მისი შეურაცხყოფის გამო დააჯარიმა