სამართალი
ჩოხატაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს — დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს
გურიის პოლიციამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით 35 წელს მიუღწეველი მამაკაცი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავე სწრაფად გამოავლინა და დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით — განზრახ მკვლელობა — მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.