სამართალი
მტკვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში 2 ივნისს მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა: მარცხენა სანაპიროზე მოძრავი „მერსედესი” შეეჯახა „ჰიუნდაის”, დააკარგა კონტროლი და გადაიყვანა სხვა სამოძრაო ზოლში. იქ „ჰიუნდაიმ” კიდევ ერთ მანქანას მიეჯახა და მდინარე მტკვარში გადავარდა. „ჰიუნდაის” მძღოლს ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
ბრალდებული „მერსედესის” მძღოლი სამართალდამცველებმა შემთხვევის დღეს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა — ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლე მოსპო. ეს მუხლი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.