სამართალი
არასრულწლოვნის გაუპატიურების, გარყვნილი ქმედების ფაქტებზე პირს უვადო მიესაჯა - POG
პროკურატურის განცხადებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა უწყების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
“სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 6 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” და “ვ” ქვეპუნქტებით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი პირის მიმართ) წარედგინა.” - წერია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.