← მთავარი
სამართალი

"თანასოფლელი მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა" - ქვემო ქართლში 1 პირი დააკავეს

2 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელი მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა”. - წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

← მთავარი