← მთავარი
სამართალი

სულხან თამაზაშვილის წინააღმდეგ აშკარა დევნაა გამოცხადებული — ლალი მოროშკინა

13 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
სულხან თამაზაშვილის წინააღმდეგ აშკარა დევნაა გამოცხადებული — ლალი მოროშკინა
“Кто крот?”სულხან თამაზაშვილის წინააღმდეგ აშკარა დევნაა გამოცხადებული.დღიდან შსს-ს ახალი მინისტრის დანიშვნისა თითქოს იხსნება “ახალ-ახალი” საქმეები,სადაც პოლიცია სისტემური დანაშაულის ვერტიკალია.ჯერ ეს გაურკვეველი,მაგრამ კარგად დადგმული და საბოტაჟით გაჟღენთილი გორის კადრები, ახლა 2022 წლის შსს-ს ცალკეული და აწ უკვე დასჯილი პოლიციელების დანაშაულის “ამოქექვა” და ახლად გასაღება…დამთხვევაა?არამც და არამც.ვიღაცას ძალიან უნდა ახალი მინისტრის დისკრედიტაცია,ვიღაცას ძალიან უნდა ოპოზიციის ხელით,ამ სავარძლის ჩაგდება,აი აქ კი სერიოზული საფიქრალია,ვინ “ქექავს” არქივებს და ვინ აწვდის საიდუმლო მასალებს ცოფიან ძაღლებად ქცეულ ცალკეულ მედიებს.ბატონ სულხანს ურყევი რეპუტაცია აქვს,თუმცა დამეთანხმებით შავი პიარის საშუალებით,ნებისმიერი უმწიკვლო რეპუტაციაც კი,შეიძლება შეილახოს.ვფიქრობ,მან თავად უკეთ იცის ვინ ყავს ასეთი დაუძინებელი მტერი და უპრიანი იქნება,თუ დროულად გამართავს პრეს-კონფერენციას აღნიშნულ თემაზე,სხვა შემთხვევაში მისი წამზომი ჩართულია,რადგან “крот”-ი საკმაოდ თანმიმდევრულად, ვერაგულად და დროში ქრონოლოგიური სიზუსტით მოქმედებს…” [სტილი დაცულია] წერს სოციალურ ქსელში ოცნების პროპაგანდისტი ლალი მოროშკინა გუშინ TV პირველმა კადრები გაასაჯაროვა და თქვა, რომ პოლიციელები ხალხის წამების კადრებს საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო ვინც მათ ეს ჩათი გაუტეხა და სისტემის მხილებისთვის ფაილები გადმოწერა, დააკავეს. მათივე ცნობით, შსს-ს თანამშრომლები სასურველ ჩვენებებს სწორედ ამ მეთოდებით მოიპოვებენ. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, “ეს ხდება პოლიციაში და შეუძლებელია, სხვებს არ გაეგოთ და ხელმძღვანელობას არ სცოდნოდა”. როგორც TV პირველს დაკავებული პირის დედა ეუბნება, პოლიციელები მოქალაქეებს “სიგარეტებს აწვავენ, აქრობენ ტანზე და აშიშვლებენ” ამ კადრების გავრცელებიდან მალევე განცხადება გაავრცელა შსს-მ, რომლის თანახმადაც ძალადობა 2022 წლის ზაფხულში აჭარის რეგიონში მოხდა, მასში მონაწილეობდნენ ქობულეთში მივლინებით მყოფი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მათივე თქმით, დანაშაული 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა და აღნიშნული პირები 23 თებერვალს დააკავეს კადრების ნახვის შემდეგ პროტესტის ნიშნად ორთაჭალაში, გულუას ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ
← მთავარი