სამართალი
ავტოავარია მარნეულის მუნიციპალიტეტში — 1 გარდაცვლილი, 4 დაშავებული
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოფში ორი ავტომობილი შეჯახდა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო — ეს მუხლი სატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევას ითვალისწინებს.