განაჩენამდე „მოხდილი” სასჯელი — აქტივისტი ზურაბ მენთეშაშვილი ვერდიქტის გარეშე უკვე ექვსი თვეა ციხეში
ზურაბ მენთეშაშვილის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში მხოლოდ ახლა გადავიდა დასკვნით ეტაპზე — ექვსი თვის პატიმრობის შემდეგ.
ადვოკატი ჯანო ჭკადუა ამბობს, რომ პროკურატურამ პროცესი ხელოვნურად გაწელა: „ხან ორი მოწმე მოჰყავდა, ხან ერთი, ხან საერთოდ არ მოჰყავდა.”
31 ოქტომბერს მენთეშაშვილი ქუჩის გადაკეტვის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით დააკავეს. გადაკეტვა ადრე ადმინისტრაციული სამართალდარღვევადაც ეთვლებოდა — სწორედ ეს გახდა სისხლის სამართლის საქმის საფუძველი, „ქართული ოცნების” ინიციატივით მიღებული კანონის თანახმად. კანონი ქუჩის „ხელოვნური გადაკეტვისა” და „პირბადით” პროტესტში მონაწილეობისთვის ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მოსამართლის შესახებ
საქმის განმხილველი მოსამართლე 33 წლის ნინო გალუსტაშვილია, რომელმაც სამოსამართლო კვალიფიკაცია 2023 წელს მიიღო. მისი სიით: მათე დევიძეს — 4 წელი 6 თვე; გიორგი მინდაძეს — 5 წელი; ნიკა მელიას — 8 თვე; ეკონომიკის ყოფილ მინისტრს რომეო მიქაუტაძეს — 10 წელი. ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 2024 წლის საპროტესტო მოძრაობის 11 მონაწილეს გალუსტაშვილმა ორ-ორი წელი მიუსაჯა.