← მთავარი
სამართალი

ანა ჯაბაურის მდევნელი დავით ერაძე მეორედ დააკავეს — ამჯერად 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

22 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ანა ჯაბაურის მდევნელი დავით ერაძე მეორედ დააკავეს — ამჯერად 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

56 წლის დავით ერაძე სამართალდამცველებმა ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის მიმართ ადევნების ფაქტზე მეორედ დააკავეს. ინფორმაცია ანა ჯაბაურმა „რუსთავი 2”-ს დაუდასტურა.

სასამართლომ ერაძეს უკვე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დანაშაულის რეციდივის გამო ამჯერად 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ერაძე ამავე დანაშაულისთვის უკვე ისჯებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საიდანაც ამ წლის იანვარში გამოვიდა. გამოსვლის შემდეგ მან ჯაბაურის შევიწრო ება განაახლა — მასში მუქარის შეტყობინებებს უგზავნიდა, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

ჯაბაურის განცხადებით, ერაძე მანანა არჩვაძის დაკვეთით მოქმედებდა. ბრალდებულს ხუთი განსხვავებული სისხლის სამართლის გამამტყუნებელი განაჩენი ჰქონია. სოციალური ქსელის გვერდები ადასტურებს, რომ ის მანანა არჩვაძე-გამსახურდიას აქტიური მხარდამჭერია.

ანა ჯაბაურმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ამონარიდი, სადაც ამტკიცებს, რომ არჩვაძე ერაძეს სასამართლო სხდომებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც კი ამხნევებდა.

← მთავარი