ზურაბ ბურდულს უვადო პატიმრობა მიესაჯა — კასპში ყოფილ მეუღლეს დანა დასცა, შემდეგ ბენზინი გადაასხა
გორის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ბურდული ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობაში, განსაკუთრებული სისასტიკით, ქალის მიმართ ჩადენილ ძალადობაში დამნაშავედ ცნო. მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა — პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება სასამართლომ სრულად გაიზიარა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა დაადასტურა: 2025 წლის 25 სექტემბერს კასპში ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა, ამის შემდეგ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად 2 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბრალდება წარდგენილი იყო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით — განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში: ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით.