სამართალი
თბილისში კერძო ბაღის აღმზრდელი მცირეწლოვანზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
თბილისის ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელი მცირეწლოვანზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა-პირველი ნაწილით დაიწყო.
სამინისტრომ განაცხადა, რომ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებმა ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება სრულად დაადასტურა. ოპერატიული ღონისძიებებისა და სასამართლო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი ბრალდებულის სახით დააკავა.
ინფორმაციის გავრცელებამდე, სოციალური ქსელებში ოჯახის ერთ-ერთი წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ კამერებზე ჩანდა, „როგორ ცემდა და თმებით ათრევდა ძიძა ბავშვს.” ბაღის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა.