← მთავარი
სამართალი

გარდაბანში მომხდარ ავარიაში კიდევ ერთი დაშავებული გარდაიცვალა — მსხვერპლთა საერთო რიცხვი 8-ს მიაღწია

15 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
გარდაბანში მომხდარ ავარიაში კიდევ ერთი დაშავებული გარდაიცვალა — მსხვერპლთა საერთო რიცხვი 8-ს მიაღწია

გარდაბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში კიდევ ერთი დაშავებული გარდაიცვალა — ამის შესახებ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ განაცხადა.

„ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, ოპერაცია, შესაბამისი პროცედურები გაგრძელდა ტრავმატოლოგიაში. ოპერაციების დასრულების შემდგომ, საღამოს გარდაიცვალა” — აღნიშნა ბახტაძემ.

ავარიაში ამ პირის გარდა კიდევ შვიდი ახალგაზრდა დაიღუპა — სულ 8 ადამიანი. დიდი სიჩქარით მოძრავი BMW-ის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო — ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

← მთავარი