← მთავარი
სამართალი

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

10 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge · on.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, 3 ივლისს “საზღვრის უკანონო კვეთის” ბრალდებით საქმე აღიძრა საქართველოს მოქალაქე გელა მებონიას წინააღმდეგ.

როგორც დე ფაქტო უწყების ცნობიდან ირკვევა, გელა მებონიამ დანარჩენი საქართველოს მხრიდან “საზღვარი” გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელთან 2 ივლისს გადაკვეთა.

6 ივლისს მებონიას პატიმრობა შეუფარდეს, წინასწარი გამოძიებისთვის საჭირო ვადით.

საქართველოს შესაბამისი უწყებები მომხდარს ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით:

2025 წლის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საქართველოს 34 მოქალაქე დააკავეს უკანონოდ,

ოკუპირებულ აფხაზეთში კი - 40.

2025 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში, საქართველოს 15 მოქალაქე იყო, მათ შორის ის მოქალაქეებიც, რომლებსაც თავისუფლება უკანონოდ რამდენიმე წლით აღუკვეთეს.

← მთავარი