ვახო ფიცხელაური 4 ოქტომბრის საქმეზე პროკურატურასთან შეთანხმებას დასთანხმდა
4 ოქტომბრის საქმეზე ვახო ფიცხელაური პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას დასთანხმდა. ამ ეპიზოდში შეთანხმება შვიდ სხვა პირსაც — ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძეს და თემურ ქურციკიძეს — ფორმდება.
შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ბრალდებული სასამართლოს სხდომათა დარბაზიდანვე გათავისუფლდება. პროკურორ ლაშა ცქვიტარიას განმარტებით, ბრალდებულებმა დანაშაული „აღიარეს და მოინანიეს”.
ამ ეპიზოდში ოთხი ბრალდებული — აბო ნავერიანი, ანტონ უპერი, ნანა სანდერსი და მარიამ მეყანწიშვილი — შეთანხმებას არ ეთანხმება და ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ანტონ უპერი ძებნაში იმყოფება, მარიამ მეყანწიშვილი კი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 2025 წლის 18 ოქტომბრიდან სარგებლობს თავისუფლებით.