← მთავარი
სამართალი

თენგიზ შარმანაშვილი: იმიტომ ხდება ქურდობა, რომ დაუსჯელობის განცდა აქვს ვინმეს? არა, უბრალოდ ადამიანი ხანდახან ჩადის ხოლმე დანაშაულს. სახელმწიფო ამის მიმართ არ იქნება არასდროს შემწყნარებელი

15 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
თენგიზ შარმანაშვილი: იმიტომ ხდება ქურდობა, რომ დაუსჯელობის განცდა აქვს ვინმეს? არა, უბრალოდ ადამიანი ხანდახან ჩადის ხოლმე დანაშაულს. სახელმწიფო ამის მიმართ არ იქნება არასდროს შემწყნარებელი

“შეიძლება რაღაც დანაშაული მოხდეს, მათ შორის საზარელი დანაშაული. მაგრამ სახელმწიფოს რეაგირება ექნება მხოლოდ მაშინ, თუ ამის ფაქტები ექნება ხელში. სისტემური დანაშაული რა არის? სისტემური დანაშაული არის, როდესაც პოლიტიკური ხელისუფლება იძლევა მესიჯს, ვთქვათ სამართალდამცავი ორგანოებისადმი, რომ ამ მიმართულებით, რაც არ უნდა რეპრესიული ჩაატარო, მე შენ პოლიტიკურად დაგიცავ. მაშინ, როდესაც კარტბლანში, როდესაც კურთხევაა ამის ჩადენისათვის პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან, ეგრე მოხდება ხვალაც, ზეგაც, დარწმუნებული ვარ, …მისმინეთ ეხლა, რატომ ხდება ქურდობა? იმიტომ ხდება, რომ დაუსჯელობის განცდა აქვს ვინმეს? არა, უბრალოდ ადამიანი ხანდახან ჩადის ხოლმე დანაშაულს. ეხლა ეს კრიმინოლოგიის საქმეა და საათობით შემიძლია ამაზე ვისაუბრო. სახელმწიფო ამის მიმართ არ იქნება არასდროს შემწყნარებელი”.

← მთავარი