4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 8 ბრალდებული საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმდა
4 ოქტომბრის საქმეში კიდევ 8 ბრალდებული საპროცესო შეთანხმებას გააფორმებს — ეს ინფორმაცია დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი. შეთანხმების პირობა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით განაჩენია. ბრალდება ამ 8 პირმა აღიარა: ალექსანდრე გოგოლაძე, სულხან აბრალავა, ევა შაშიაშვილი, გოჩა ყატაშვილი, დავით ღურწკაია, ჯანდრი თირქია, რამაზ ჯორბენაძე, გენადი კელიხაშვილი.
ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობენ: დავით ჟღენტი, ზაქრო ალბუთაშვილი, კახაბერ მჟავანაძე, დავით სტურუა, გოგი ჩახუნაშვილი. ია დარახველიძე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა — ადვოკატის ცნობით, ის დუმილის უფლებას იყენებს.
2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საპროცესო შეთანხმება კიდევ 7 ბრალდებულს — ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძეს და თემურ ქურციკიძეს — გაუფორმდება.