← მთავარი
სამართალი

გელა ხასიამ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა

8 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
გელა ხასიამ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა

კოალიცია „ცვლილებისთვის”-ის წევრმა, აქტივისტმა გელა ხასიამ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და ბრალი აღიარა. სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შეთანხმებით, ხასია ციხეში 1 წელს გაატარებს, ხოლო 3 წელი პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება. საპატიმრო სექტემბერში დატოვებს.

ხასია 2025 წლის 29 სექტემბერს, გვიან ღამით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი — ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება. პროკურატურა ხასიასა და ვასილ ქერდიყოშვილს ედავება, რომ მათ ვაგზლის მოედნის მიდამოებში რამაზ ჩადუნელს ზიანი მიაყენეს. ბრალდებულები ამბობენ, რომ ერთმანეთს არ იცნობდნენ.

ქერდიყოშვილმა ბრალი 2025 წლის 3 დეკემბერს აღიარა და ნოემბერში პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

← მთავარი