← მთავარი
სამართალი

მუსიკის შეკვეთასთან დაკავშირებით მარნეულში ორი კაცი დაჭრეს

15 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
მუსიკის შეკვეთასთან დაკავშირებით მარნეულში ორი კაცი დაჭრეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი მკაცი დაიჭრა. ინფორმაციას Aktual.ge ავრცელებს, ხოლო ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაუდასტურა. უწყების ცნობით, ორივე პირს ბრალი აქვს წაყენებული, ხოლო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. Aktual.ge-ის ინფორმაციით, ინციდენტი 13 ივნისს, საღამოს საათებში მოხდა. არსებული ცნობებით, ქორწილამდე ერთი დღით ადრე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მხარეებს შორის უთანხმოება, სავარაუდოდ, მუსიკის შეკვეთასთან დაკავშირებით წარმოიშვა. სიტყვიერი დაპირისპირება მოგვიანებით ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რა დროსაც ორმა შუახნის კაცმა ერთმანეთს დანით დაზიანებები მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და მას დაახლოებით 10 ჭრილობა აქვს მიყენებული, ხოლო მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარის გარემოებების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება.

← მთავარი